Friday, March 15, 2013

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: „ძლევაი საკვირველი“  და „უგზო ქარავანი“

პროექტის მთავარი იდეა: რით შეიძლება შეფასდეს, როგორც „ძლევაი საკვირველი“ ან „უგზო ქარავანი“.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა  უნდა შეძლონ გარკვევა ,რომ პიროვნების მოღვაწეობა შეიძლება შეფასდეს  ერთი ან მეორე ეპიტეტით. ძლევაი საკვირველი    შეიძლება ვუწოდოთ , ვინაც გადამწყვეტი    როლი შეასრულა ქართველების  შენარჩუნების ,სარწმუნების  დაცვის და სახელწიფროების განმტკიცებაში.“ უგზო ქარავანი“ კი ყველა ამ ფასეულობათა შექმნის შემაფერხებელი ძალაა.

პროექტის მიზნები: მოსწავლეები გააცნობიერებენ „ძლევაი საკვირველის“ „უგზო ქარავნის“ არს. მოსწავლეებს შეეძლებათ იმსჯელონ, ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით პიროვნებების მოღვაწეობის    შესახებ. ჩამუყალიბდებდებათ ეროვნული თვითშეგნების კულტურა.

მონაწილეთა ასაკი:16 წლის.

ვადები/ ხანგრძლივობა:1 კვირა.

მოსალედნელი შედეგები: მოსწავლეებს განუვითარდებათ პრობლემათა გააზრების, ისტორიული ეპოქის განცდის ,თანამშრომლობის უნარ-ჩვევები.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსი: ფურცლები, სახატავი მასალა, კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი.

პროექტის მსვლელობა:

დღე 1

აქტივობა 1 _ საპროექტო თემის არჩევა მოსწავლეების მიერ;

აქტივობა 2 _ შეიქმნება საპროექტო ჯგუფები, მათ დაევალებათ  მასალის მოძიება  ძირითადი და დამხმარე ლიტერატურის, ინტერნეტის საშუალებით.

1 ჯგუფი: მოიპოვებს ინფორმაცის, მათ მიერვე  შერჩეული ისტორიული პიროვნების, როგორც „ძლევაი საკვირველის“ შემომქმედის  შესახებ.

2 ჯგუფი: მოიპოვებს ინფორმაციას   მათ მიერვე  შერჩეული ისტორიული  პიროვნების, როგორც „უგზო ქარავნის“ წინამძღოლის შესახებ.

დღე 2

აქტივობა 3 _ ჯგუფის წევრები გადაინაწილებენ მოვალეობებს და შეუდგებიან ინფორმაციების მოძიებას.

დღე 3

აქტივობა 4 _ მოძიებული ინფორმაციის დახარისხება მასწავლებელთან ერთად.

დღე 4

პროექტის პრეზენტაციისათვის მზადება.

დღე 5

პროექტის პრეზენტაცია.

დღე 6

პროექტის და მასში მონაწილე მოსწავლეების შეფასება.

კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
მაღალი
ჯგუფური მუშაობა
დავალების შესრულების დროს არ არის მიზანმიმართული და  დაგვიანებით ასრულებს მას.
ჯგუფში დავალებას ასრულებს  დროულად ,თუმცა მისი მუშაობა ყოველთვის არ არის მიზანმიმართული.
ჯგუფში  სამუშაოს  ასრულებს დროზე და მიზანმიმართულია.
პრეზენტაცია                       
საუბარი ბუნდოვანია; არ აქვს კონტაქტი აუდიტორიასთან; დავალების პრეზანტაცია ზედაპირულია.
 საუბარი გასაგებია; საკმაოდ კონტაქტურია; დავალება ორგანიზებულია; აუდიტორიის მიმართ კეთილმოსურნეა.           
დამაჯერებლად საუბრობს; პრეზენტაცია ზედმიწევნითაა ორგანიზებული ; ყოველთვის აქვს კონტაქტი  აუდისტორიასთან; მსჯელობა თავისუფლად.


საგანთან კავშირი: ლიტერატურა. 

ქართ. 4.მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების განალიზება და შეფასება.

ისტორია. 4.მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს და შეაფასოს  ისტორიული მოვლენის განსხვავებული  ინტერპრეტაციები.

პროექტის ხელმძღვანელი: ლელა ვაშალომიძე.

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: LELAVASHALOMIDZE2A@GMAIL.COM